ბათუმის დინამო, გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო
Aa
Aa

„ის კვლავ დინამოს საკუთრებაა და ზაფხულში დაბრუნება მოუწევს“ - უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილზე

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, იგორ ციგანიკმა ბათუმის „დინამოს“ გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ შემტევს ზაფხულში უკრაინაში დაბრუნება მოუწევს.

რას ამბობს ციგანიკი:

წიტაიშვილი კვლავ კიევის „დინამოს“ ეკუთვნის და კლუბთან კონკრეტულ ვალდებულებებზე შესათანხმებლად უკრაინაში დაბრუნება მოუწევს, რადგან მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის დაბრუნდება, ეს კი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდება და მისი მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ამ დრომდე უკრაინული კლუბის საკუთრებაა. ქართველი შემტევი იჯარის წესით ბათუმის „დინამოში“ იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ამოიწურება.

თუ იგორ ციგანიკის კომენტარით ვიმსჯელებთ, დიდი შანსია, რომ წიტაიშვილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეჰრამი კვარა-ოსიმენზე: „მათ თამაშს ანადგურებენ, სჯობს წავიდნენ“
ბეჰრამი კვარა-ოსიმენზე: „მათ თამაშს ანადგურებენ, სჯობს წავიდნენ“