დავით ბასილაძე, მირანდა საგინაძე
Aa
Aa

შვიდი ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ქართველი მშვილდოსნების წარმატება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი ქართველი მშვილდოსნებისთვის წარმატებული გამოდგა. სხვადასხვა დისციპლინაში საქართველოს ნაკრების წევრებმა შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

18-მეტრიანი დისტანციიდან სროლაში მირანდა საგინაძემ 18-წლამდე ასაკის მშვილდოსნებს შორის გუნდურ ჩათვლაში ელენე ეფრემიძესთან წყვილში, შერეულ წყვილებში კი მიხეილ ბერიძესთან დუეტში დაიკავა პირველი ადგილი. ამავე ასაკობრივ ვაჟებში ჩემპიონი სანდრო ცინცაძე გახდა, წყვილებში კი ბაჩო ცინცაძესთან დუეტში დაეუფლა ოქროს მედალს. 18-წლამდე ასაკის ტურნირში კიდევ ერთი ჩემპიონი საქართველოს შერეულ წყვილებში ყავდა, როდესაც ბაჩო ცინცაძისა და სამია ოდინაევას დუეტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

60-მეტრიან დისტანციაზე სროლაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული დავით ბასილაძე გახდა. მეორე ოქროს მედალი კი მან თემურ დავითაძესთან ერთად წყვილთა თანრიგში მოიპოვა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 წლის სანდრო მაჭავარიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წლის სანდრო მაჭავარიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა