საქართველოს ძალოსანთა ნაკრები
Aa
Aa

ძალოსანთა მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დღეიდან, ტაილანდში სტარტი აიღო ძალოსანთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების განაცხადი ასეთია:

  • 61 კგ. - შოთა მიშველიძე (2 აპრილი, 13:00 სთ.)
  • 89 კგ. - საბა ასანიძე (5 აპრილი, 13:30 სთ.)
  • 102 კგ. - ირაკლი ჩხეიძე (8 აპრილი, 16:00 სთ.)
  • 109 კგ. - ზაზა ლომთაძე (10 აპრილი, 16:00 სთ.)
  • +109 კგ. - ლაშა ტალახაძე (11 აპრილი, 13:00 სთ.)

გოგონები:

  • +87 კგ. - ანასტასია გოტფრიდი (10 აპრილი, 10:30 სთ.)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე მედლების გარდა პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, ლაშა ტალახაძე ტურნირს დიდი ალბათობით ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები