ემანუელე ჯაკერინი
Aa
Aa

„ამ სეზონში ნაპოლის მთავარი პრობლემა ესაა“ | ემანუელე ჯაკერინი

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. იტალიელი შემტევი, რომელიც კომენტატორად მუშაობს, „პარტენოპეის“ მდგომარეობას DAZN-ის ეთერში გამოეხმაურა და ნეაპოლელთა წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორი დაასახელა.

„მიმაჩნია, რომ ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების მხრივ, ნაპოლი სატურნირო ცხრილის ტოპ 10 გუნდს შორის, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. ფეხბურთელები ძალიან ნელები არიან. ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში პარტენოპეის წარუმატებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციებია“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 30 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 45 ქულა აქვს. „პარტენოპეი“ მე-8 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 12 ქულით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს გამართავს და „მონცას“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ „ნაპოლი“ ბოლო შეხვედრაში „ატალანტასთან“ განადგურდა და მატჩი „კვარას“ გარეშე ჩაატარა, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ხვიჩას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და ექიმებმა გადაწყვიტეს, არ გაერისკათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა
მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა