„ჩემი საყვარელი კალათბურთელივითაა“ | გრეგ პოპოვიჩმა მამუზე ისაუბრა
„სან ანტონიო სპურსის“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ გამართული მატჩის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. „პოპმა“ „მამუ“ შეაქო და განაცხადა, რომ სანდრო მის საყვარელ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება.
„მამუკელაშვილი ჩემი საყვარელი კალათბურთელივითაა. ბურთის გარეშე ბევრს მოძრაობს, შესვლებს აკეთებს, ყველა ბურთისთვის იბრძვის და მისი თამაში სასიამოვნო სანახავია. ყოველთვის მოძრაობს და არასდროს ჩერდება. მისი თამაში სასიამოვნო სანახავია“.
ცნობისთვის, „სან ანტონიო“ „გოლდენ სტეიტთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 113:117. „მამუმ“ მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გააკეთა და 24 წუთში, აქტივში 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. სანდრომ 6-დან 4 ბურთი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.
გეტყვით იმასაც, რომ „სან ანტონიო“ მიმდინარე სეზონში 57-ედ დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს 18 მოგება აქვს, დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ და მომდევნო შეხვედრას „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.