ვილი სანიოლი, ჯონ ოში
Aa
Aa

ნაკლებად მოსალოდნელია საქართველო დატოვოს - ირლანდიელებს სანიოლზე იმედები გადაეწურათ

უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირლანდიური პრესა მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის უმთავრეს კანდიდატად ვილი სანიოლს მოიაზრებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა, მათ სანიოლთან დაკავშირებული ყველანაირი იმედი გადაეწურათ. გამოცემა PADDY POWER-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ძნელად წარმოსადგენია ვილიმ ის ადგილი მიატოვოს, სადაც მის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის შეთავაზებას დათანხმდეს.

„აირიშებს“ მარტში ბელგიასთან (0-0) და შვეიცარიასთან (0-1) გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ჯონ ოშიმ უხელმძღვანელა, თუმცა ის მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია, მუდმივ მწვრთნელს კი სავარაუდოდ აპრილში დანიშნავენ, რათა გუნდი ივნისში უნგრელებთან და პორტუგალიელებთან საკონტროლო თამაშებისთვის კარგად მოემზადოს. სანიოლის ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციაში როი კინის, რობი კინის, ენტონი ბერის, ლი კარსლის, კრის ჰიუტონის, რაფა ბენიტესის, სტივ ბრიუსის, კრის კოულმენის, ნილ ლენონის, დემიენ დაფისა და სემ ელერდაისის კანდიდატურებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? რას წერს ბრიტანული მედია
სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? რას წერს ბრიტანული მედია