პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა
Aa
Aa

აღარც მახსოვს ბოლოს სიტიმ ეტიჰადზე როდის ვერ გაიტანა - რა თქვეს გუარდიოლამ და არტეტამ მატჩის შემდეგ

ინგლისის პრემიერლიგის საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი ფავორიტების, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. ამ გუნდების ესპანელი მწვრთნელების, პეპ გუარდიოლასა და მიკელ არტეტას დაპირისპირება, რომლებიც წლების წინ „ქალაქელებს“ ერთად ავარჯიშებდნენ, ყოველთვის საინტერესოა. ასევე საინტერესო არის ხოლმე მათი მატჩის შემდგომი კომენტარები

რა თქვა გუარდიოლამ

როდესაც კონტრშეტევებზე გადასვლას ვცდილობდით ვინგერების გავლით, ან ჰოლანდის პირველი პასით, მაშინვე ჟორჟინიო და რაისი ადგილზე ჩნდებოდნენ. ისინი თავისუფალ სივრცეებს პრაქტიკულად არ ტოვებენ და სწორედ ამიტომ ყავთ პრემიერლიგაში საუკეთესო გუნდი. ვეცადეთ ბევრი, თუმცა ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, რადგან „არსენალი“ დაცვაში საკმაოდ კომპაქტურად გამოიყურებოდა.

რა თქვა არტეტამ

შეიძლება ითქვას, რომ დღეს წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. „მანჩესტერ სიტის“ აქვს საშუალება შემადგენლობა ხარისხიანად შეცვალოს, რაც მათ უპირატესობას აძლევს. ჩემი გუნდის ფეხბურთელების ბრძოლა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით უბრალოდ ფენომენალური იყო. არ ვიცი ბოლოს საკუთარ სტადიონზე „ქალაქელებმა“ ბურთი როდის ვერ გაიტანეს. დღეს ჩვენ სამი ქულის აღება გვსურდა, მაგრამ როდესაც თამაშს ვერ იგებ, იმდენი მაინც უნდა მოახერხო რომ არ წააგო.

 ოცდაცხრა ტურის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერ „ლივერპულს“ ლონდონელები ორი, მანჩესტერელები კი სამი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე-4 ლიგის მოთამაშესავით გამოიყურება“ - როი კინმა ჰოლანდი გააკრიტიკა
„მე-4 ლიგის მოთამაშესავით გამოიყურება“ - როი კინმა ჰოლანდი გააკრიტიკა