ბეჰრამი კვარა-ოსიმენზე: „მათ თამაშს ანადგურებენ, სჯობს წავიდნენ“
„ნაპოლისა“ და შვეიცარიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვალონ ბეჰრამიმ იტალიურ DAZN-თან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ ახლანდელ მდგომარეობასა და ხვიჩა-ოსიმენის დუეტზე ისაუბრა.
რას ამბოს ბეჰრამი:
სეზონის წინ გუნდმა კიმი დაკარგა, ჟიელინსკი კი ძველებურად ვეღარ თამაშობს, სახიფათო ეპიზოდებს ვერ ქმნის და ეს გუნდის შედეგზეც მოქმედებს. ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდის ხერხემალი იყვნენ...
ოსიმენისა და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები სჯობს გუნდიდან წავიდნენ. მათ „ნაპოლისთვის“ რაღაც ისტორიული გააკეთეს, შემდეგ კი მათი შესანიშნავი თამაში მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის წასვლის შედეგად გაანადგურეს.
აურელიო დე ლაურენტისი ყურადღებას ისეთ რაღაცებზე ამახვილებს, რაც გუნდისთვის კარგი და სასარგებლო არ არის, მაგალითად, როგორიცაა სიტუაცია პოლიტანოს ინტერვიუსთან დაკავშირებით. დე ლაურენტისი გუნდს საერთოდ არ ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი ნახევარმცველი „ნაპოლიში“ 2012-2014 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე იტალიური გუნდის მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ ყველა ტურნირისთვის ბრძოლას გამოეთიშა და კალცონას გუნდმა სერია A-ს მოგების შანსიც ფაქტობრივად დაკარგა. ნეაპოლური გუნდი გათამაშების გასულ ტურში „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ამ მატჩში ხვიჩამ კუნთის ტრავმის გამო არ ითამაშა.
30 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ატალანტას“ 5 ქულით ჩამორჩება, მეოთხეადგილოსან „ბოლონიას“ კი 9 ქულა აშორებს. „კვარას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად „მონცასთან“ გამართავს.