ყოველ მატჩში MVP უნდა იყოს - ბორდოს მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო’’ – „პარიზი’’ 3:3 დასრულდა. როცა „ბორდო’’ 0:2-ს აგებდა, დავითაშვილმა მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა. თამაშის მიწურულს ზურიკომ მარცხენა ფლანგიდან ბურთი ცენტრისკენ გადაიტანა და პედრო დიასმა შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (იხილეთ ვიდეო).
მატჩის შემდეგ „ბორდოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ დავითაშვილზე ისაუბრა:
„ზურიკოს კარგი თამაში არ გამკვირვებია, რადგან მას ყოველ ვარჯიშზე ვხედავ. ის ყოველი მატჩის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) უნდა იყოს, მას შესაბამისი ხარისხი აქვს, მან ყოველი მატჩი ისე უნდა ჩაატაროს, როგორც „პარიზთან’’ ითამაშა. მისგან ბევრს ველით, განვითარება უნდა გააგრძელოს და უნდა დაგვეხმაროს, არამხოლოდ ტექნიკურად. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ყველაფერს აძლევს’’.
ზოგადად, ეს სეზონი „ბორდოსთვის'' და დავითაშვილისთვის წარუმატებელია, ჟირონდელები ლიგა 1-ში აღზევებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა თეორიულ შანსს ინარჩუნებენ, ამ მომენტისთვის 38 ქულით მე-12 ადგილზე არიან და საუკეთესო ექვსეულს 8 ქულით ჩამორჩებიან, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 5 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება კონკრეტულად ქართველ შემტევს, დავითაშვილმა ლიგა 2-ის 29 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.