დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ლორთქიფანიძის ბრწყინვალე გოლი - კრემონეზე პრიმავერაში აღზევდა (U19)

იტალიის 19-წლამდე ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში, პრიმავერა 2-ში „კრემონეზემ’’, რომელსაც დაჩი ლორდქიფანიძე კაპიტნობს, გასვლაზე „პარმა’’ დაამარცხა (2:5) და პრიმავერაში აღზევდა. გამარჯვებულთა მხრიდან მეხუთე გოლი 19 წლის ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზეა, საჯარიმოში შეიჭრა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო, შესანიშნავი გოლი გამოვიდა.

 

24 ტურში „კრემონეზემ'' 63 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან „პარმას'' 20 ქულით უსწრებს. ქართველმა ფეხბურთელმა 24-დან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა.

დაჩი ლორთქიფანიძეს საქართველოს 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 19-წლამდე ნაკრებში გამორჩეული იყო, გასული წლის შემოდგომაზე კვიპროსს გაუტანა და მოლდოვასთან საგოლე პასი შეასრულა, ელიტ-რაუნდში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით, თუმცა ელიტ-რაუნდში შოტლანდიასთან ლორთქიფანიძის გოლით მოვიგეთ. ამ მატჩში, დაჩი კაპიტანი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები