დორტმუნდმა ბაიერნს მოუგო - ლევერკუზენთან ჩამორჩენა 13 ქულამდე გაიზარდა
ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „დორტმუნდის ბორუსიას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
გულშემატკივრებმა თანაბარი დაპირისპირება იხილეს. ორივე გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა. ანგარიში მე-10 წუთზე ადეიემიმ გახსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა 83-ე წუთზე რიერსონმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.
ამ წაგების შემდეგ, „ბაიერნი“ ლევერკუზენის „ბაიერს“ 13 ქულით ჩამორჩა და ფაქტობრივად ჩემპიონის ბედი გადაწყდა. თავის მხრივ, ალონსოს გუნდმა მიმდინარე ტურში „ჰოფენჰაიმი“ 2:1 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში „ჰოფენჰაიმი“ 1:0 იგებდა, თუმცა 88-ე და 91-ე წუთებზე მასპინძლებმა ტაბლოზე ანგარიში შეცვალეს და 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.