შერმადინის ნაყოფიერი მატჩი - ტენერიფემ მარტივად მოიგო
ლიგა ენდესას მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „პალენსიას“ ესტუმრა და უშანსოდ 89:68 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელმა ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა.
ვეტერანმა ცენტრმა პარკეტზე 20 წუთი და 19 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 8 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შერმადინმა 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ზუსტი 2 აღმოჩნდა. ასევე, მან 5-ჯერ ისროლა საჯარიმო ტყორცნა და 4 ჩააგდო. 6 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მეტოქის.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფეს“ 34 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი „ჟირონას“ უმასპინძლებს.
???? Sólido triunfo en Palencia para seguir sumando ‼️
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) March 30, 2024
???? ¡17ª alegría liguera del curso!
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/InaqEMMVJc