პსჟ, ჯანლუიჯი ბუფონი, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

დონარუმა: “ბუფონს ჩემი არ შურს და არც მე მშურდა მისი“

ჯანლუიჯი დონარუმამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა.

მთავარი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, მისი კარიერა იყო. „ჯიჯო“ ასევე ბუფონთან ურთიერთობასაც შეეხო.

დონარუმა:

„მე და ბუფონი ნამდვილი მეგობრები ვართ. მას ჩემი არ შურს და რა თქმა უნდა, არც მე მისი. მეტიც, როდესაც იტალიის ნაკრების მეორე მეკარე ვიყავი მუდამ მამხნევებდა და გაზრდაში მეხმარებოდა. მას ყოველთვის მისაბაძ მაგალითად ვხედავდი. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი მეკარის ტექნიკით და სიმშვიდით. მეკარის ერთ-ერთი მთავარი თვისება ის უნდა იყოს, რომ ემოციებმა არ გადატვირთოს.

ერთი რამ, რაც ნამდვილად ვისწავლე ის არის, რომ შეცდომებს ადეკვატურად ვპასუხობ და წარმატება ხელს არაფერში მიშლის. მინდორზე მეკარის როლი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ლამაზია. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეს შეცდომების ფონზე შენარჩუნებული ფოკუსირებაა. თუ შეცდომებზე იფიქრებ, მკვდარი ხარ.

ხალხი ყოველთვის შეცდომებზე საუბრობს, მაგრამ ეს არაფერს განსაზღვრავს. მიხარია, რომ შეცდომებზე ადეკვატური რეაქციის ქონა შემიძლია. ზოგადად, ძალიან ძნელია ქვეყნის და კლუბის შეცვლა. ადაპტაციას ყოველთვის დრო სჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ იტალიელი მეკარე 2021 წელს „მილანიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. ეს ფაქტი „როსონერის“ გულშემატკივრებს არ გაუხარდათ და „ჯიჯოს“ გამყიდველი უწოდეს. მეტიც, იტალიის ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე მას გულშემატკივრებმა ყალბი დოლარებიც კი ესროლეს. მათ ამით იმის თქმა სურდათ, რომ დონარუმასთვის პრიორიტეტი არა კლუბი, არამედ ფულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: ალონსოს მესმის, მსგავს სიტუაციაში მეც ასე მოვიქეცი და არ მინანია
კლოპი: ალონსოს მესმის, მსგავს სიტუაციაში მეც ასე მოვიქეცი და არ მინანია