ბაიერნი
Aa
Aa

ტერორისტული დაჯგუფება “აისისი“ ბაიერნის სტადიონს ემუქრება

ბუნდესლიგის მიმდინარე ტურში გულშემატკივრები მიუნხენის „ბაიერნისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ დაპირისპირებას იხილავენ, თუმცა მატჩის წინ საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა.

Goal.Com იუწყება, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „აისისმა“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც წითელ მიზანში „რეკორდმაისტერის“ სტადიონი არის ამოღებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „აისის“ ალიანს არენას ემუქრება.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ სურათზე წერია „თამაშის შემდეგ“. მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ეს ახალი განგაშის სიგნალია და მიუნხენში პოლიცია არის მობილიზებული. ისინი ახლა ყველა ტერიტორიას ამოწმებენ.

პოლიციის ოფიციალურ მოხსენებაში წერია:

„ამ მომენტისთვის შემოწმებულია თითოეული პერიმეტრი სტადიონის გარშემო. ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი საფრთხე, თუმცა სიფრთხილის მიზნით მატჩის მიმდინარეობისას გაძლიერებული იქნება დაცვის სისტემა.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ბორუსიას“ დაპირისპირება 30 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები