იაკობ ქაჯაია, ლერი აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე, რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, იური ლომაძე, გოდერძი ძებისაშვილი, გურამ ხეცურიანი, რობერტ კობლიაშვილი
Aa
Aa

მოჭიდავეთა შემადგენლობა სალიცენზიო ტურნირისთვის - ვინ იბრძოლებს პარიზის საგზურისთვის

5-7 აპრილს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიმართება, სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველ სპორტსმენებს ჯერჯერობით არც ერთი ლიცენზია არ აქვთ მოპოვებული, რის გამოც ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ამ ტურნირზე ექვსივე წონით კატეგორიაში ეყოლება და ბაქოში შემდეგი სპორტსმენები გამოვლენ: ლერი აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

ბერძნულ-რომაულისგან განსხვავებით, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორ სპორტსმენს, გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125) ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვთ, რის გამოც ისინი ბაქოში არ იასპარეზებენ. სამაგიეროდ ჯერჯერობით არაფერი გაუნაღდებიათ რობერტ დინგაშვილს (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილს (65 კგ), ავთანდილ კენჭაძეს (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძეს (86 კგ), და ოთხივე მათგანი აზერბაიჯანში გამოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ხალიჩაზე 5 აპრილს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი 7 აპრილს გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობის განახლებული მსოფლიო რეიტინგი - ლიდერი ერთი ქართველია
ჭიდაობის განახლებული მსოფლიო რეიტინგი - ლიდერი ერთი ქართველია