ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლოზ კვეკვესკირი
Aa
Aa

„ვნერვიულობდი, მაგრამ სტრესს გავუმკლავდი“ - კვეკვესკირმა პენალტის ეპიზოდი გაიხსენა

სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში „ლეხს“ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავდა გაშვებული, ნიკოლოზ კვეკვესკირი კი პოზნანის კლუბს გმირად დაუბრუნდა. სწორედ 31 წლის ნახევარმცველის ზუსტი 11-მეტრიანი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მომტანი. გადამწყვეტი დარტყმის შესრულების მომენტის გახსენებით დაიწყო „ლეხის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტმა ფეხბურთელთან საუბარი

რა თქვა კვეკვესკირმა

ბავშვობაში ზუსტად ამაზე ვოცნებობდი, რომ როდესმე ისეთ შეხვედრაში მეთამაშა, სადაც ჩემი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გოლს გავიტანდი. გამიმართლა და ჩემი პენალტი გადამწყვეტი გამოდგა. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა იყო და ვნერვიულობდი, რადგან ჩემს უკან მთელი საქართველო იდგა. შევეცადე დავმშვიდებულიყავი, გულისცემა მეკონტროლებინა და ისეთი დარტყმა შემესრულებინა, როგორიც მჩვევია. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრაში ვთამაშობდი და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიცე-კაპიტანი ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ პლეი-ოფის თამაშებში ძირითადში ვერ მოვხვდი, რაზეც ბუნებრივია გული მწყდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სათამაშო დრო მომეცემოდა. ანალოგიური, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელს გვქონდა, მაგრამ უცბად ბევრი პრობლემა შეიქმნა - კორონავირუსი, ცარიელი ტრიბუნები და მატჩამდე ერთი დღით ადრე ხვიჩა კვარაცხელიას კოვიდი დაუდასტურდა. უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ ასეთი წარმატებისთვის მზად არ ვიყავით, ახლა კი ყველანაირი მზაობა გვქონდა.

  ნიკოლოზ კვეკვესკირი პოზნანის „ლეხში“ 2021 წლიდან თამაშობს და 83 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 59 მატჩია.

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის ჰქონდა ბოლოს კვეკვესკირს პენალტი შესრულებული? ინფორმაცია საბერძნეთთან მატჩის გმირზე
როდის ჰქონდა ბოლოს კვეკვესკირს პენალტი შესრულებული? ინფორმაცია საბერძნეთთან მატჩის გმირზე