თორნიკე შენგელია, კოსტას სლუკასი
Aa
Aa

ვირტუსის ზედიზედ მეოთხე მარცხი ევროლიგაზე - შენგელია გუნდში საუკეთესო იყო

საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული გათამაშების 32-ე ტურში „ვირტუსი“ საკუთარ დარბაზში „პანათინაიკოსთან“ 2-ქულიანი სხვაობით, 79-81 დამარცხდა. მასპინძლების რიგებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ეს მატჩი 32 წლის ქართველის დასამახსოვრებელი სხვა მხრივაც იყო - მან კარიერაში ევროლიგის გათამაშებაში 3-ათას ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ოთხი მოხსნიდან ყველა შემთხვევაში ბურთი დაცვაში თამაშისას მოხსნა, მეტოქე გუნდის შეტევა ერთხელ ჩაჭრა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. მთლიანად შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „პანათინაიკოსისა“ და საბერძნეთის ნაკრების ლიდერი კოსტას სლუკასი გახდა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულაა.

ბოლო პერიოდში ბოლონიის გუნდს აშკარა ჩავარდნა აქვს - „ვირტუსმა“ ევროლიგაში ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ორშაბათს, 1 აპრილს, შენგელია და მისი თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონატში „პისტოიასთან“ ითამაშებენ, ევროლიგის მომდევნო ტურში კი 5 აპრილს სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მაგარი მატჩი და 25 ქულა | ვირტუს ბოლონიამ მაინც წააგო
შენგელიას მაგარი მატჩი და 25 ქულა | ვირტუს ბოლონიამ მაინც წააგო