შოთა არველაძე
Aa
Aa

„საქართველო ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებს“ | არველაძე ევრო 2024-ზე

შოთა არველაძემ თურქულ გაზეთს, Hürriyet-ს ინტერვიუ მისცა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა. ჯგუფურ ეტაპზე, „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი მეტოქე თურქეთია და არველაძის თქმით, ვინჩენცო მონტელას ბიჭებს პლეიოფში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

„ძალიან ბედნიერნი ვართ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და ევრო 2024-ზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. საოცარ წარმატებას მივაღწიეთ და ამაში ნაკრების თავკაცს, ვილი სანიოლს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ახლა გვინდა, ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ეროვნულ გუნდში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი აზრით, ძალიან ეფექტურნი არიან. მაგალითად, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, ზივზივაძე, მიქაუტაძე და მამარდაშვილი. ეს ფეხბურთელები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ.

ევროპის ჩემპიონატის მსგავს ტურნირზე ასპარეზობა საერთოდ სხვა შეგრძნებაა. საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში და ვერ ვიტყოდი, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით. გვყავს გუნდი, რომელიც მოედანზე გავა და ბოლომდე იბრძოლებს. კარგი სისტემა გვაქვს და მშვენიერ ფორმაში ვიმყოფებით, თუმცა, სადებიუტო ევროზე ვიასპარეზებთ და ეს სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან ასეთ ტურნირებზე გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. ჩემი აზრით, თურქეთის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის უკეთესი შანსი აქვს. საუკეთესო დღეს, მათ შეუძლიათ, ჯგუფური ეტაპი დაძლიონ და პლეიოფში შორს გავიდნენ".

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან. ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი თურქეთთან გველის და შეხვედრა 18 ივნისს, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომელ ადგილზეა საქართველო | ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების რეიტინგი
რომელ ადგილზეა საქართველო | ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების რეიტინგი