„მერაბის წყალობით, უფასო საჭმელიც მაქვს“ | პაულო კოსტა მანქანაზე
პაულო კოსტა Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. UFC-ის ბრაზილიელ მებრძოლს რამდენჯერმე უთქვამს, რომ UFC PI-ში ყოფნისას, „მანქანის“ საჭმელს იპარავს და ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ მერაბის წყალობით, უფასო საჭმელი აქვს.
Of all these food that UFC Performance Institute provides , Merab food is my favorite so far ????. It’s kind of mix Georgian and Mexican food I think . ???? pic.twitter.com/99S71KRNeW
— Paulo Costa ( Borrachinha ) (@BorrachinhaMMA) March 18, 2024
„UFC PI ძალიან გვეხმარება და ყველაფერი აქვს, რათა მებრძოლების ცხოვრება გამარტივდეს. მათ შორისაა უფასო საჭმელი, რომელსაც მერაბის წყალობით ვიღებ. დვალიშვილს ვიცნობ და კარგი ბიჭია. ერთმანეთს შევხვედრილვართ და ხუმრობები გაგვიცვლია.
მერაბი შესანიშნავი მებრძოლი და ბრწყინვალე მოჭიდავეა. ის ამ მომენტისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ალბათ, ყველა დროის საუკეთესოთა შორისაცაა. მან ჟოზე ალდო და ჰენრი სეხუდო დაამარცხა და მომდევნო ბრძოლას ქამრისთვის გამართავს, რაც ბევრს ნიშნავს“.
ცნობისთვის, UFC Performance Institute-ი UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს. კოსტა UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში გამოდის და „მანქანამ“ მას ფაქტზეც წაასწრო, როცა მისი საჭმელი მოიპარა.