გიორგი მამარდაშვილი, ანდრეს პალოპი
Aa
Aa

თუ გაყიდიან, 20-25 მილიონი ძალიან კარგი თანხაა - პალოპმა მამარდაზე ისაუბრა

„ვალენსიას’’ ყოფილმა მეკარემ, ანდრეს პალოპმა ესპანურ Cope-სთან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. პალოპის აზრით, შესაძლებელია რომ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა მასში 20-25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ანდრეს პალოპი: „მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც მისთვის დიდებული ამბავია.

მან სიმამაცე აჩვენა, როცა გამოწვევა მიიღო და „ვალენსიას’’ სარეზერვო გუნდში მოვიდა და პოტენციალი გამოავლინა. თავდაჯერებული იყო და ზრდა გააგრძელა. მამარდაშვილი ყოველდღიურად დიდ პროგრესს აჩვენებდა.

ის ახალგაზრდაა და კიდევ უნდა დაიხვეწოს, თუმცა თუ დღეს ესპანეთსა და ევროპაში საუკეთესო არაა, მალე ნამდვილად გახდება. თუ დიდი კლუბები მის სანაცვლოდ დიდ თანხას არ გადაიხდიან, შეუძლია „ვალენსიაში’’ ისტორია დაწეროს’’.

ჟურნალისტის კითხვა მამარდაშვილის სატრანსფერო თანხას ეხებოდა. პალოპის აზრით, შესაძლებელია პრემიერ ლიგის კლუბებმა მასში 20-25 მილიონ ევრო გადაიხადონ.

„მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონის გადახდა რთულია. შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბებმა 20-25 მილიონი გადაიხადონ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი თანხაა. ზოგადად, მეკარეებში დიდ თანხებს არ იხდიან, თუმცა მამარდაშვილთან დაკავშირებით ეს შესაძლებელია''.

შეგახსენებთ, Tuttosport-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მილანი'' მენიოს გაყიდვაზე ფიქრობს და ალტერნატივად გიორგი მამარდაშვილის ვარიანტს განიხილავს (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები