გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Tuttosport: მილანი მენიოს გაყიდვაზე ფიქრობს და მამარდას უმიზნებს

გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ლა ლიგის ყოველი ტურის შემდეგ იზრდება. მამარდას ამჯერად ახალი ევროპის ჩემპიონატის სახით ახალი სცენა ექნება, სადაც მის შესაძლებლობებს უფრო მასშტაბურად წარმოაჩენს.

Tuttosport-ის ცნობით, „მილანი“ და მაიკ მენიო ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, რადგან ფრანგი მეკარე ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდას ითხოვს. „როსონერის“ არ სურს, რომ სახელფასო ზედა ზღვარი დაარღვიოს (ლეაოს ყველაზე მეტს 7 მილიონს უხდიან). სხვა მხრივ კლუბი მზადაა მას ანაზღაურება გაუზარდოს, მაგრამ არა იმდენად, როგორიც მენიოს სურს.

წყარო აღნიშნავს, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, „მილანი“ მენიოს 70-80 მილიონად გაყიდის, მის შემცვლელად კი გიორგი მამარდაშვილს შეიძენს, რომლის ფასიც დაახლოებით 40-50 მილიონი ევროა.

აქვე გეტყვით, რომ 28 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 40 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 30 მარტს გამართავენ და „მესტალიაზე“ „მალიორკას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე
„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე