ილია თოფურია
Aa
Aa

„ერთი ქამარი მოიგო და საპატიო მიღება მოუწყვეს“ | ესპანელი მოკრივე ილიაზე

ესპანელმა მოკრივემ, ენმანუელ რეიესმა UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. რეიესს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა „ელ მატადორი“ პირადად მიიღო და მისი თქმით, ეს სხვა სპორტსმენების შემთხვევაშიც უნდა კეთდებოდეს.

„მიხარია, რომ ჩემპიონი გახდა, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რაც შემდეგ მოხდა. თოფურიამ ერთი ქამარი მოიგო და თან მაშინ ესპანეთის მოქალაქეობაც არ ჰქონია, მაგრამ ვერ დაიწუწუნებს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პირადად არ მიუღია. არადა, სხვებს, მაგალითად ოლიმპიურ ჩემპიონებს, მსგავსი პატივი არ რგებიათ. თუ ეს ერთი ადამიანისთვის კეთდება, სხვებისთვისაც უნდა კეთდებოდეს“.

ცნობისთვის, რეიესი წარმოშობით კუბიდანაა და ლა კორუნიაში ცხოვრობს. მას კარიერაში 97 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 69 მოგება და 28 წაგებაა. რეიესი პარიზის ოლიმპიადაზე ესპანეთის სახელით იასპარეზებს და ამ ქვეყნის მოქალაქე 2020 წელს გახდა.

შეგახსენებთ, რომ ილიამ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე ვზრუნავ, არ მინდა მომდევნო ჩხუბში ცუდად გამოვიდეს“ | მალიხინი მერაბზე
„მასზე ვზრუნავ, არ მინდა მომდევნო ჩხუბში ცუდად გამოვიდეს“ | მალიხინი მერაბზე