გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

ბელგიურმა კლუბმა დაადასტურა | მოისწრაფიშვილი დინამო თბილისში დაბრუნდა

„ბევერენი“ გიორგი მოისწრაფიშვილს დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ კლუბში „დინამო თბილისიდან“ იყო განათხოვრებული, მაგრამ მხარეებმა ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტა გადაწყვიტეს და გიორგი სამშობლოში ბრუნდება.

„ბევერენი გიორგი მოისწრაფიშვილს დაემშვიდობა. სამშობლოს მონატრებისა და მცირე სათამაშო დროის გამო, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ 22 წლის ნახევარმცველის იჯარა ნაადრევად შეწყვეტილიყო.

ქართველი ფეხბურთელი სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნდება. კლუბს სურს, გიორგის ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული სამუშაოს გამო, მადლობა გადაუხადოს და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“, - წერია „ბევერენის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, მოისწრაფიშვილი ბელგიურ კლუბს 2023 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა. ბელგიური კლუბის მაისურით, მან მონაწილეობა მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო და საერთო ჯამში, მოედანზე 447 წუთი გაატარა. „დინამო თბილისს“ რაც შეეხება, ქართულ კლუბში მან 71 შეხვედრაში 13 გოლი და 14 ასისტი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა