ლუის რუბიალესი
Aa
Aa

შესაძლოა პატიმრობა შეუფარდონ | რუბიალესის საქმის ახალი დეტალები

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს პატიმრობა ემუქრება. ადგილობრივი პროკურატურა ითხოვს, ჯენიფერ ერმოსოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, მას 2.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდონ და დაზარალებულმა ფულადი კომპენსაცია მიიღოს.

პროკურატურა ორ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას. 1) სექსუალური ძალადობა, რომელიც კოცნას უკავშირდება (ამის გამო 1-წლიან პატიმრობას ითხოვენ. 2) ზეწოლა დაზარალებულზე, რომ მას რუბილიასი დაეცვა (ამის გამო 1.5-წლიან პატიმრობას ითხოვენ). გარდა ამისა, პროკურატურის მიზანია, ესპანელმა ფეხბურთელმა, კომპენსაციის სახით, 100 000 ევრო მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო. დაჯილდოების ცერემონიაზე კი რუბიალესმა ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, რუბიალესს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწია.

რუბიალესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფა-მაც დასაჯა და მას ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 3 წლით აუკრძალა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ და მას 3-წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა. ესპანეთში რუბიალესზე დაკავების ორდერიცაა გაცემული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა