ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

„ნაკრების გამო ძალიან გვიან დაიძინა“ | ბორდოს თავკაცმა ზურიკოზე ისაუბრა

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ზურიკო დავითაშვილზე ჰკითხეს. ქართველმა ფეხბურთელმა „ჯვაროსნებთან“ ერთად ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რის გამოც, გუნდს დღეს შეუერთდება და რიერამ სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

„იქნება თუ არა ზურიკო პარიზთან მატჩის განაცხადში? კი, თუმცა, ძალიან გვიან დაიძინა (იცინის). მექნება თუ არა მისი იმედი შაბათს? დღეს ხუთშაბათია და თამაშამდე 48 საათზე მეტია დარჩენილი. ვნახოთ, რა მოხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა, ზურიკოს ვითარება გასაგები ხდება.

მის ქვეყანაში უდიდესი ემოციები იყო და გუნდს დღეს შეუერთდება. დღეს არ ივარჯიშებს და პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავს. ვნახოთ, ფიზიკური კონდიციების მხრივ რა მდგომარეობაში იქნება და ემოციური ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მოგვიანებით გადავწყვეტ დაიწყებს თუ არა, მაგრამ ჩვენთან ნამდვილად იქნება, რადგან პოზიტიური ადამიანია და მომწონს, როცა მისნაირი ბიჭები ჩემს გუნდში არიან“.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთთან გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და საქართველომ პენალტების სერიაში, 4:2 იმარჯვა. ზურიკომ მეორე თერთმეტმეტრიანი შეაგდო და ჩვენს წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა