ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

პარალელი ორ ფინალს შორის - ვინ ითამაშა მაკედონიელებთან ახლანდელი გუნდიდან

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პირველი შანსი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ოთხი წლის წინ მიეცა, თუმცა 2020 წლის 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფინალი 0-1 წააგო. მაშინ იყო ძალიან ბევრი პრობლემა - კოვიდი, უმაყურებლოდ თამაში, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძის, ოთარ კიტეიშვილის არყოფნა და სხვა. ვინ ითამაშა და ვინ არა ოთხი წლის წინ ამ გუნდიდან, ყველასთვის საინტერესო იქნება.

გიორგი მამარდაშვილი - 20 წლის გიორგი მაშინ თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა და ნაკრებში გამოძახებული საერთოდ არ იყო.

გურამ კაშია - ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა

საბა კვირკველია - სრულად ითამაშა და რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ოთხი წლის წინ ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

ოთარ კაკაბაძე - სრულად ითამაშა და კვირკველიას მსგავსად, ისევე როგორც ნაკრების დანარჩენ წევრებს, მასაც არ ქონდა კარგი მატჩი.

ლაშა დვალი - არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა.

ოთარ კიტეიშვილი - თანაგუნდელებს ვერ ეხმარებოდა და განაცხადში არ იყო.

გიორგი ქოჩორაშვილი - მაშინ 21 წლის იყო და „ლევანტეშიც“ სათანადო პრაქტიკა არ ქონდა, რის გამოც ეროვნულ გუნდში გამოძახებული არ იყო.

გიორგი ჩაკვეტაძე - ტრავმისგან აღდგენის სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და თანაგუნდელებს ვერ ეხმარებოდა

ლევან შენგელია - მაშინ თურქეთის „ქონიასპორში“ გამოდიოდა და ვლადიმირ ვაისის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა.

ხვიჩა კვარაცხელია - მატჩამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი დაუდგინდა და უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება მოუწია.

ბუდუ ზივზივაძე - მაშინ უნგრეთის „ფეჰერვარის“ ფეხბურთელმა ვაისის ნდობა ვერაფრით მოიპოვა, რის გამოც მაკედონიელებთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის არ გამოიძახეს.

გიორგი მიქაუტაძე - მაშინ მისი საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილი არ იყო.

გიორგი წიტაიშვილი - იგივეს თქმა შეიძლება წიტაიშვილზეც - ისიც, მიქაუტაძის მსგავსად, ნაკრების წევრი 2021 წლიდან გახდა

ზურიკო დავითაშვილი - არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ლაშა დვალი შეცვალა

ნიკოლოზ კვეკვესკირი - სრულად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.

გიორგი ქვილითაია - გამოძახებული არ ყოფილა.

   გამოდის, რომ იმ 16 ფეხბურთელიდან, რომლებიც 26 მარტს ბერძნებთან ითამაშეს, ოთხი წლის წინ ნაკრებში მხოლოდ ექვსი მათგანი იყო. ბუნებრივია არიან ისეთებიც, რომლებმაც მაკედონიელებთან ითამაშეს, ახლა კი - არა. ესენი არიან: გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა, გიორგი პაპუნაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ჯაბა ჯიღაური და დავით ხოჭოლავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტრიუმფი პენალტების სერიაში“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე
“ტრიუმფი პენალტების სერიაში“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე