„ქვეყანაში დღესასწაულია და ზეიმი დიდხანს გაგრძელდება“ - დემეტრაძე Championat.com-თან
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმაურება. გიორგი დემეტრაძის კომენტარს Championat.com-ი ავრცელებს.
რას ამბობს დემეტრაძე:
ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა! მთელი ქვეყანა ავად იყო - ბავშვებიც და მოზრდილებიც. ასეთი ემოციები არასდროს მიგრძვნია!
მთელი ქვეყანა დილამდე ქეიფობდა და აღნიშნავდა. ბოლოს ეს 1981 წელს მოხდა, როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო. ახლა, ქვეყანაში დღესასწაულია და ჩემი აზრით, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.