ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრპოის ჩემპიონატის დაწეყამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს პირვერ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება, მეორე გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც იაშვილი ამბობს, ეს შეხვერა პლეი-ოფის შეხვედრებამდე დაიგეგმა და ახლა, რამდენიმე გუნდთან მიდის მოლაპარაკება. საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებების შეხვედრა 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.