„იყო ჩივაძისა და კალაძის ეპოქა, ახლა კი ხვიჩას და ამ ბიჭების ეპოქა დადგა“ - იური სიომინი
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა დამრიგებელმა და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. რუსმა სპეციალისტმა კომენტარი Sport 24-თან გააკეთა.
რა თქვა სიომინმა:
მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ასეთი დიდი წარმატება. ევროპის ჩემპიონატზე მათი გასვლა ყველასთვის სასიხარულოა, ამის შემდეგ საქართველოში ფეხბურთით კიდევ უფრო მეტი ბიჭი დაინტერესდება.
იყო ჩივაძისა და კალაძის ეპოქა, ახლა კი ქართულ ფეხბურთში ხვიჩასა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების ეპოქა დადგა. ძალიან მიხარია მათ გამო.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.