ბარსელონა, ნაპოლი, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

“ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში“ - ლობოტკა ბარსელონაში ტრანსფერზე

სანაკრებო პაუზის დაწყების წინ, ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთი პრიორიტეტი სტანისლავ ლობოტკას გადაბირებაა.

ამხანაგური მატჩის ეგიდით, სლოვაკეთი ნორვეგიას ესტუმრა. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა „ნაპოლის“ ნახევარმცველს „ბარსელონაში“ გადასვლის საკითხზე ჰკითხეს, რაზეც სტანისლავმა უპასუხა:

ლობოტკა:

„“ბარსელონა“? ახლა მხოლოდ „ნაპოლიზე“ ვფიქრობ. ახლა ნეაპოლში ვბრუნდები და გუნდთან ერთად ვარჯიში უნდა გავნაახლო. წინ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს „ატალანტას“ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, კარგი შეგრძნებაა, როდესაც შენი ბავშვობის იდეალი(ჩავი) გაფასებს და შენი გადაყვანა სურს. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში.“

შეგახსენებთ, ეს ინფორმაცია თავდაპირველად AreaNapoli-მ გაავრცელა და გვამცნო, რომ ლობოტკას გადაბირებით პირადად დეკუ და ლაპორტა არიან დაინტერესებული.

ამ მომენტისთვის, „ბლაუგრანას“ ფინანსური პრობლემები აქვს. Transfermarkt-ის მიხედვით, სლოვაკი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა და „ნაპოლისთან“ მისი კონტრაქტი 2027 წელს იწურება.

ბარსას 30 მილიონის გადახდა არ შეუძლია, თუმცა Sport-მა დაწერა, რომ „ალ ჰილალი“ რაფინიას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ამზადებს.

თუ ბრაზილიელი სუადის არაბეთში გადავა, კატალონიურ გრანდს ლობოტკას ტრანსფერისთვის ფული აუცილებლად ექნება. ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსას პრიორიტეტი სწორედ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება. სტანისლავი კი ერთ-ერთი ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი „ნაპოლის“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 154 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანი ინფანტინო: „ვულოცავ საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლას“
ჯანი ინფანტინო: „ვულოცავ საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლას“