თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ბრეშა
Aa
Aa

ჩხუბის გამო - შენგელია იტალიის სერია ა-მ დასაჯა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 87:73 დაამარცხა.

გამარჯვების მიუხედავად, პარკეტზე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. მატჩის მიწურულს, ჯეისონ ბარნელსა და „ბოლონიას“ სერბ ლეგიონერ ოგნიენ დობრიჩს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

თორნიკე შენგელიამ საკუთარი თანაგუნდელების დახმარება განიზრახა და მეტოქე გუნდის კალათბურთელს ხელი ჰკრა. იმ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მთავარმა მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.

დღეს, იტალიის სერია ა-ს სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე ვერდიქტი გამოიტანა და ქართველი კალათბურთელი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. თორნიკე „პისტოიას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა დისკვალიფიკაცია არ ეხება ევროლიგის მატჩს, რომელშიც „ბოლონია“ 29 მარტს „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.

ცნობისთვის, თორნიკე „ბრეშასთან: მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 8 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ვირტუსის ლიდერმა 4-დან 2 საჯარიმო და 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დღე თითოეული ქართველის გულში სამუდამოდ დარჩება“ - გიორგი ჩაკვეტაძე
„ეს დღე თითოეული ქართველის გულში სამუდამოდ დარჩება“ - გიორგი ჩაკვეტაძე