საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა და საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დღეში“ სტუმრობის დროს პენალტების სერიაზე და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ემოციებზე ისაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი:

ძალიან რთულია ემოციებზე საუბარი. პირადად მე, როდესაც თამაში მორჩა, ემოციის გარეშე დავრჩი. იმხელა ემოციები იყო უშუალოდ თამაშში ჩადებული, რომ დასრულების შემდეგ უემოციო ვიყავი. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამხელა რამ გავაკეთეთ და როგორი ისტორია დაიწერა.

პენალტების სერია და პირველი დარტყმა? სიმართლე რომ გითხრათ, ამ წამს დიდი ხანი არ ველოდი, მაგრამ 3-4 წელი ძალიან დიდი შრომა ჩავდე, შეიძლება ამ მომენტისთვისაც კი. რამდენიმე პენალტიც ავაცილე, რამდენიმეც გავიტანე, მაგრამ ამჯერად, ეს იყო დანიშნულება, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა და ამისთვის მზად ვიყავი. თამაშამდეც ვიგრძენი და თამაშის დროსაც ვგრძნობდი. ჩემი გუნდელების თანადგომამაც ხელი შემიწყო და როდესაც ბურთი ავიღე, მესმოდა შეძახილები და სიმღერა - „შენთანა ვარ“, „მარტო არ იქნები“, „ზღაპრის ბოლო კეთილია“... ასეთ დროს, ან კარგი იმარჯვებს, ან ცუდი და ამ ხალხის დახმარებით კარგმა გაიმარჯვა.

გიორგი ქოჩორაშვილის ვრცელი კომენტარი:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება - როგორია ხვიჩას ტრავმის სიმძიმე
დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება - როგორია ხვიჩას ტრავმის სიმძიმე