„პირველი პენალტის შემდეგ მივხვდი, რომ მოვიგებდით“ - თემურ ქეცბაია
საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ეხმაურება. ვეტერანმა ფეხბურთელმა ემოციები „იმედის დილას“ ეთერს გაუზიარა.
თემურ ქეცბაია:
როგორი ლამაზი დილა დაგვიდგა. ამ სიხარულს მთელი საქართველო 30 წელზე მეტი ელოდა. სიმართლე რომ გითხრათ, პირველივე პენალტის მერე მივხვდი, რომ ამ თამაშს მოვიგებდით. მინდა ყველა ფეხბურთელს, გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იყვნენ და ასე კარგად დაუდგნენ გვერდში საქართველოს ნაკრებს და რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს.
საქართველომ ის ფეხბურთი ითამაშა, რაც უნდა ეთამაშა. სწორედ ამიტომ დადგა ეს შედეგი. რის ხარჯზე მოხდა ეს? რა თქმა უნდა მონდომების, სურვილის. საბერძნეთის ნაკრებს პირველად მოვუგეთ და მიხარია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მოხდა. მანამდეც ბევრჯერ ვითამაშეთ ბერძნებთან და ერთხელ ვერ მოვიგეთ, იმის მიუხედავად, რომ ყველა თამაშებში კარგები ვიყავით.
თემურ ქეცბაიას ვრცელი კომენტარი:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.