„ვულოცავ საქართველოს, კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია“ - ფაბიო კაპელოს გამოხმაურება
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო ეხმაურება.
„იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა რუსულ Sport Express-თან მცირე კომენტარი გააკეთა და განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
რა თქვა კაპელომ:
ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას. ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.