ალექსეი ანდრონოვი
Aa
Aa

„ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი“ - ანდრონოვი საქართველოს ნაკრებზე

ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი ქომაგია და ქართველი ხალხის მეგობარიც გახლავთ, საქართველოს ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოს გაუმარჯოს! საქართველო ევროპაზე მიდის! ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი, მას შემდეგ, რაც გავიგე, თუ რა არის ფეხბურთი“.

- წერს ანდრონოვი.

ანდრონოვი აწ გარდაცვლილ ვასილი უტკინთან ერთად, რუს კომენტატორებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა ობიექტურობითა და საქართველოს მიმართ დიდი პატივისცემით.

რას წერდა ანდრონოვი ნახევარფინალის შემდეგ საქართველოზე

ანდრონოვი საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგაც გამოექომაგა.

„საქართველომ დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ევროპის ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. დარჩა კიდევ ერთი... საქართველოს გაუმარჯოს!!! დღეს სამი ძმიდან უფროსმა რეზი არველაძემ დამირეკა და მთხოვა, რომ მისგან შოთასგან და არჩილისგან ვასილი უტკინის ოჯახისთვის მათი დიდი სამძიმარი გადაცემა. მის კოლეგებსა და მეგობრებს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ. და აი გადავცემ...“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოს ეროვნული გმირი“ - AS მამარდაშვილზე
“საქართველოს ეროვნული გმირი“ - AS მამარდაშვილზე