გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

“საქართველოს ეროვნული გმირი“ - AS მამარდაშვილზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა!! „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მატჩი საოცრად დაძაბულად წარიმართა და 120 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. გიორგი მამარდაშვილმა კი ერთი პენალტი მოიგერია.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა საქართველოს ნაკრებზე და მამარდაზე დაწერა.

AS:

„საქართველოს ეროვნული გმირი!! გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. „ვალენსიას“ მეკარე უკვე ეროვნული გმირია საქართველოში! ქვეყანა, რომელიც ისტორიაში პირველად ითამაშებს ასეთ დიდ ტურნირზე. გიორგიმ საბერძნეთის პირველივე პენალტი მოიგერია. ამით მამარდაშვილმა საქართველო წინ გაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, საქართველომ პოეტის გუნდის დამარცხება მაინც მოახერხა. კვეკვესკირმა საქართველო ეროვნულ დღესასწაულამდე მიიყვანა. გაკუმაკისის აცილებული პენალტის დროს მამარდამ კუთხე გამოიცნო.“

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან მოხვდა.

სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 წლის სამუშაოს შედეგს ვიმკით“ | რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ
„3 წლის სამუშაოს შედეგს ვიმკით“ | რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ