გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„შევხვდებით გერმანიაში! მადლობა ქომაგებს“ | რა თქვა მამარდამ მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საბერძნეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „მამარდას“ პენალტების სერიაზე ჰკითხეს და დაინტერესდნენ, პირველი თერთმეტმეტრიანის აღების შემდეგ, რა ემოცია დაეუფლა.

„ასეთ მომენტებში კონცენტრაცია ყველაზე მთავარია, რადგან უმნიშვნელოვანესი წუთები იყო. პირველი პენალტის აღების შემდეგ, ემოცია არ მქონია, რადგან დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, მოგების შემდეგ კი ძალიან ბედნიერი ვიყავი.

რას ვეტყოდი ქომაგებს? ნაკრების მაისურით, დინამო არენაზე გამართულ ყველა შეხვედრაში საოცარი ატმოსფერო გახლდათ, მაგრამ რა თქმა უნდა, დღეს განსაკუთრებული გულშემატკივრობა იყო. ძალიან დიდი მადლობა ქომაგებს, რადგან მათ გარეშე ამას ვერ შევძლებდით. შევხვდებით გერმანიაში! როგორი იყო გასახდელში ჩვენი ემოცია? ძალიან ბედნიერები ვიყავით და ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ისტორია დავწერეთ და ამაში უდიდესი შრომა დევს.

რას ნიშნავს ევრო 2024-ზე გასვლა? მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ფეხბურთელებისთვისაც ასეა, რადგან გვაქვს შანსი, ჩვენი თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და დიდ ტურნირზე ვიასპარეზოთ“.

ცნობისთვის, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. 

პენალტების სერია

გიორგი ქოჩორაშვილი - 1:0

ანასტასიოს ბაკასეტასი - გააფუჭა

ზურიკო დავითაშვილი - 2:0

გერგიოს მასურასი - 2:1

გიორგი მიქაუტაძე - გააფუჭა.

ანდრეას ბუხალაკისი - 2:2.

ლაშა დვალი - 3:2

გეორგიოს გაკუმაკისი - გააფუჭა

ნიკა კვეკვესკირი - 4:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი