გიორგი მამარდაშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

MARCA: “კვეკვესკირი ისტორიაში დარჩება“

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა!! „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მატჩი საოცრად დაძაბულად წარიმართა და 120 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ საქართველოს ნაკრებზე დაწერა.

MARCA:

„პირველად თავის ისტორიაში საქართველო გერმანიაში ევრო 2024-ზე ითამაშებს. თბილისში გამართულ მტკივნეულ მატჩში მცირე შანსებით, მაგრამ დიდი მოტივაციით საბერძნეთი დაამარცხეს. „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ერთი პენალტი მოიგერია. პოიეტის საბერძნეთი 2012 წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე არ გასულა.

თბილისის „დინამოს“ არენაზე ისტორიული დღის მოლოდინში 54 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. საქართველომ ჯერ ლუქსემბურგი დაამარცხა და საბერძნეთთან კვარაცხელიას დაბრუნება აღნიშნა. გულშემატკივრების გამხნევებით დამუხტულმა ნაკრებმა კარგად დაიწყეს და მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს, მაგრამ თამაში თანაბარი გახდა და შემდეგ უპირატესობას საბერძნეთი დაეუფლა. საქართველომ უფრო კვალიფიციური დაცვის მქონე საბერძნეთს აჯობა.

საქართველოს თამაშში ნათელი წერტილები მატჩის ბოლო წუთებზე გამოჩნდა. მათ ორი კარგი მომენტი ჰქონდათ. წაგება არავის სურდა, მაგრამ გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. პენალტები გარდაუვალი იყო. კვარაცხელია ბოლო წუთებში დაშავდა და გაიყვანეს. მამარდაშვილმა „ჯვაროსნებს“ უპირატესობა მისცა და პენალტი მოიგერია. მასპინძლებმა გაიმარჯვეს!! კვეკვესკირი ისტორიაში დარჩება, როგორც იმ გოლის გამტანი, რომელმაც საქართველო გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა."

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 წლის სამუშაოს შედეგს ვიმკით“ | რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ
„3 წლის სამუშაოს შედეგს ვიმკით“ | რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ