გუსტავო პოიეტი
Aa
Aa

„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა საქართველოსთან, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ურუგვაელი სპეციალისტი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და „ჯვაროსნებს“ წარმატება მიულოცა.

„უპირველესად, საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას, სრულიად საქართველოს, მთელ ქვეყანასა და განსაკუთრებით ვილი სანიოლს. მას კარგად ვიცნობ, მატჩის შემდეგ მილოცვა ვერ მოვახერხე აჟიოტაჟის გამო და ახლა ვულოცავ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ბევრი საგოლე მომენტი არ იყო, თუმცა იყო ბევრი ორთაბრძოლა და ყვითელი ბარათი. პენალტებში იღბალი საქართველოს მხარეს აღმოჩნდა.

განადგურებული ვართ. ორი წელია, არ გვიმართლებს. არ გაგვიმართლა წილისყრაში და არ გაგვიმართლა დღევანდელ მატჩში. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. ორი შეხვედრა ჩავატარეთ და გოლი არ გაგვიშვია (ყაზახეთი და საქართველო), მაგრამ როგორღაც, ევროპაზე მაინც ვერ ვითამაშებთ. ფეხბურთელებს ვთხოვეთ, მაქსიმუმი გაეკეთებინათ და მათ არაფერი დაუკლიათ“.

ცნობისთვის, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ
„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ