კლუბების და ცნობილი ადამიანების მილოცვა საქართველოს ნაკრებს - LIVE
Aa
Aa

კლუბების და ცნობილი ადამიანების მილოცვა საქართველოს ნაკრებს - LIVE

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა!! „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მატჩი საოცრად დაძაბულად წარიმართა და 120 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ წარმატებას სხვადასხვა კლუბები და ცნობილი ადამიანები ულოცავენ:

საფრანგეთის ლიგა 1: „საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა“.

უოტფორდი: „ვულოცავთ გიორგი ჩაკვეტაძეს. მისი საქართველო პირველ დიდ ტურნირზე გავიდა. შემდეგი ნაბიჯი: ევრო 2024“.

კრაკოვია: „საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ოთარ კაკაბაძემ 120 წუთი ითამაშა. ოთარ, გილოცავთ და შენით ვამაყობთ“.

მერაბ დვალიშვილი: „ამ გუნდით ძალიან ვამაყობ“

„ნაპოლი“:

„ვულოცავთ ხვიჩას და საქართველოს ევროპის ჩემპიონატში ისტორიაში პირველად გასვლას.“

„ვალენსია“:

„ვულოცავთ საქართველოს და გიორგი მამარდაშვილს ისტორიის დაწერას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.“

ფაბრიციო რომანო:

„საქართველოს ნაკრები საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.“

გამოცემა „ბლიჩერი“:

„პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველოში წვეულებას მოითხოვს.“

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ
„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ