ვილი სანიოლი
Aa
Aa

„რუსულ რულეტში არ გაგვიმართლა“ | რას წერს ბერძნული პრესა საქართველოსთან მარცხზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. „ჯვაროსნებმა“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ბერძნული პრესა ამ მატჩს ასე გამოეხმაურა:

To10: „ოცნება გაქრა. ეროვნული გუნდი თბილისში დაეცა. გუსტავო პოიეტის ბიჭების მცდელობების მიუხედავად, ისინი პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნების შანსი დაკარგეს“.

Newsit: „საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ის საგზური ვერ მოიპოვა. ლურჯ-თეთრები პენალტების სერიაში თბილისში დამარცხდნენ“.

In: „საქართველომ საბერძნეთის ოცნება პენალტების სერიაში „ჩაახშო“. ეროვნული გუნდი თბილისში დამარცხდა და დიდ ტურნირზე დაბრუნების შანსი დაკარგა“.

Pronews: „დრამატული შეხვედრის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა. საბერძნეთის ნაკრები ევრო 2024-ზე ვერ გავიდა და საქართველოსთან წააგო“.

Star: „სამწუხარო წაგება. გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების მიზანი თბილისში დაიკარგა. ევრო 2024-ის ოცნება განადგურებულია“.

Sport24: „მწარე მარცხი პენალტების სერიაში. ოღონდ ასე არა... საბერძნეთს რუსულ რულეტში არ გაუმართლა და თბილისში წააგო“.

Prothothema: „პენალტების სერიაში... საბერძნეთის ნაკრების ოცნება ჩაქრა. ლურჯ-თეთრები საქართველოსთან დამარცხდნენ და კიდევ 4 წელიწადი მოუწევთ ლოდინი, რათა ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშონ“.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. ჩვენი ეროვნული გუნდი F ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია | საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს
დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია | საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს