Sofascore, Whoscored - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
Aa
Aa

Sofascore, Whoscored - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა!! „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მატჩი საოცრად დაძაბულად წარიმართა და 120 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემებმა Sofascore-მა და Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასეს.

Sofascore:

მამარდაშვილი(7.8), კვერკველია(7.2), კაშია(7.1), დვალი(7.5), კიტეიშვილი(7.4), კაკაბაძე(6.4), ქოჩორაშვილი(7.2), ჩაკვეტაძე(6.6), შენგელია(7.2), ზივზივაძე(6.6), კვარაცხელია(6.9), მიქაუტაძე(6.4), წიტაიშვილი(6.6), კვეკვესკირი(7.3), დავითაშვილი(7.1), ქვილითაია(6.7).

Whoscored:

მამარდაშვილი(7.2), კვერკველია(7.0), კაშია(7.1), დვალი(7.8), კვეკვესკირი(7.0), კაკაბაძე(6.9), ქოჩორაშვილი(7.7), ჩაკვეტაძე(6.6), შენგელია(7.2), კვარაცხელია(7.1), ზივზივაძე(6.4), დავითაშვილი(6.9), წიტაიშვილი(6.5), მიქაუტაძე(5.8), ქვილითაია(6.2).

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშანსოდ | 19-წლამდე ნაკრებმა იტალიასთან წააგო
უშანსოდ | 19-წლამდე ნაკრებმა იტალიასთან წააგო