ვასილ მაისურაძე
Aa
Aa

უშანსოდ | 19-წლამდე ნაკრებმა იტალიასთან წააგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჰქონდა და გადამწყვეტი შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 0:5 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა და იტალია მე-4 წუთზე დაწინაურდა. კუთხურის შემდეგ, ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც სიმონე პაფუნდიმ გამოიყენა. 22-ე წუთზე, მარკო პალესტრამ გაისროლა და ლამაზი გოლი გაიტანა, 10 წუთში კი კევინ ძეროლის ჯერი დადგა და იტალიამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.

მეორე ნახევარში, იტალიელებმა ორი ბურთი შეაგდეს. 67-ე წუთზე, პალესტრას გადაცემით დიეგო სიამ ისარგებლა, ხოლო მე-80 წუთზე ლუკა დი მაჯომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0. იტალიას მეექვსე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ჯულიო მისიტანომ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

U17 | შემადგენლობა - ელიტ რაუნდი

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (ვესტერლო, ბელგია), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), დაჩი გოგოლი (სელერო), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკა კვაშილავა (კოლხეთი ფოთი 1913), სანდრო რატიანი (იბერია 1999), ნიკოლოზ სურგულაძე (იბერია 1999).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (იბერია 1999).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადამწყვეტ მატჩში დავმარცხდით - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მიღმა (U17)
გადამწყვეტ მატჩში დავმარცხდით - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მიღმა (U17)