ლაშა ოდიშარია, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძისა და ოდიშარიას გოლებით | 21-წლამდე ნაკრებმა გიბრალტარს მოუგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი სტუმრად გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარს დაუპირისპირდა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 2:0 იმარჯვეს.

მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა. ლაშა ოდიშარიამ ბურთი ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და გიბრალტარელთა კარი ლამაზი დარტყით აიღო. პირველ ნახევარში, ქართველებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში ვერ შეცვალეს.

მეორე ტაიმში, სვანაძის ბიჭებმა ერთი გოლი გაიტანეს. 75-ე წუთზე, გიბრალტარელთა კარისკენ დანიშნული პენალტი გიორგი კვერნაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. 21-წლამდე „ჯვაროსნებს“ 6 ტურის შემდეგ, 13 ქულა აქვთ და მეორე პოზიციას იკავებენ. ჩვენი გუნდი შვედეთს, რომელმაც დღეს ჩრდილოეთ მაკედონია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, 3 ქულით უსწრებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი მერაბის ზეწოლას ვერ გაუმკლავდება“ | UFC-ის მებრძოლის ვარაუდი
„ომალი მერაბის ზეწოლას ვერ გაუმკლავდება“ | UFC-ის მებრძოლის ვარაუდი