„საქართველო ერთადაა“ - ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს ამხნევებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველო საბერძნეთის ფინალურ მატჩს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს. მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა“.
- წერს ზაზა ფაჩულია.
შეგახსენებთ, რომ ფინალური მათი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. ორივე ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს, დანაკლისი არც ერთ მხარეს არ აქვს.