ანხელ დი მარია
Aa
Aa

დი მარიას ოჯახს ნარკოკარტელი სიკვდილით ემუქრება

არგენტინაში ანხელ დი მარიას ოჯახს სიკვდილით დაემუქრნენ.

რამდენიმე დღის წინ, დი მარიამ ნარკოტრაფიკზე და მის მშობლიურ ქალაქში მომხდარ სხვა ინციდენტებზე ისაუბრა:

„ჩემი მშობლები და დები იქ ცხოვრობენ, ამიტომ ის რაც ხდება ჩემზე ძალიან მოქმედებს. ეს ძალიან შოკისმომგვრელია. მაგრამ ყოველთვის არის სურვილი და იმედი“.

დი მარიას ამ განცხადების შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:30 საათზე იმ სახლთან, სადაც ანხელი სამშობლოში ჩასვლისას რჩება ხოლმე, მანქანა მივიდა. მასში მსხდომებმა შეტყობინება დატოვეს:

„უთხარი შენს შვილს, ანხელს, არ დაბრუნდეს როსარიოში. თუ არ მოგისმენს, შენი ოჯახიდან ვიღაცას მოვკლავთ. მაქსიმილიანო პულიაროც კი (სანტა ფეს პროვინციის გუბერნატორი, სადაც როსარიო მდებარეობს) ვერ გიშველის“.

როცა მანქანამ სახლის ტერიტორია დიდი სიჩქარით დატოვა, ოთხი გასროლის ხმა გაისმა.

მსგავსი მუქარის შემცველი შეტყობინებები, გასროლები და სხვადასხვა ტიპის დაშინებები როსარიოში ხშირია. ეს მას შემდეგ ხდება, რაც პულიარომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლიონელ მესის ოჯახს როსარიოში ორჯერ დაემუქრნენ. მარტში ფეხბურთელის მეუღლის მამის მაღაზია დაცხრილეს, ნოემბერში კი ბიძაშვილის სახლი გაძარცვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალექსანდრე ჩივაძე: „30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“
ალექსანდრე ჩივაძე: „30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“