გიგა ჭიკაძე, არნოლდ ალენი
Aa
Aa

ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება - ცნობილია, ვისთან იჩხუბებს „ნინძა“

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება. ცნობილი ინსაიდერის, ლეო გიმარაეშის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნინძა“ მომდევნო ბრძოლას გამოცდილი ბრიტანელი მებრძოლის, არნოლდ ალენის წინააღმდეგ გამამართავს.

სახელდება ბრძოლის ჩატარების სავარაუდო დროც. ჭიკაძე და ალენი ერთმანეთს სავარაუდოდ 20 ივლისს დაუპირისპირდებიან, თუმცა, ბრძოლის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ქართველმა მებრძოლმა ბოლოს ალექს კასერესის წინააღმდეგ 2023 წლის 26 აგვისტოს იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძამ“ UFC-ში 9 ბრძოლა გამართა და 8 შეხვედრაში გაიმარჯვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში, სადაც ჩემპიონი ილია თოფურიაა, გიგა ჭიკაძე მე-9 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება არნოლდ ალენს, 30 წლის ბრიტანელს UFC-ში 12 ბრძოლა აქვს გამართული და 10-ჯერ შეძლო გამარჯვება. ალენი ბოლოს რუს მოვსარ ევლოევს მიმდინარე წლის 20 იანვარს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ალენი მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემდეგი მერაბია! ეს ბრძოლა მომწონს“ - ომალი მომდევნო ჩხუბზე
„შემდეგი მერაბია! ეს ბრძოლა მომწონს“ - ომალი მომდევნო ჩხუბზე