ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ჰოლოუეი: შემდეგი მე არ ვიქნები, ვოლკი თოფურიასთან მატჩრევანშს იმსახურებს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მე-2 ნომერმა მაქს ჰოლოუეიმ თავის მომავალ ბრძოლებზე ისაუბრა და ილია თოფურიაც ახსენა.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თუ თოფურია რაიმე სახით შეძლებდა და ვოლკანოვსკის დაამარცხებდა, ვოლკი შემდეგ აუცილებლად მიიღებდა მატჩრევანშის შესაძლებლობას. ალექსმა განმეორებითი ბრძოლისათვის საკმარისად იმუშავა და ის ამას იმსახურებს.

მე ახლა თოფურიასთან ბრძოლას არ ველოდები. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზედა წონაში ავიდა და დამარცხდა, ეს მის წონით დივიზიონში მასზე გავლენას არ მოახდენს.

ილიასა და ვოლკის ბრძოლის წინ ვფიქრობდი, რომ თოფურია მოიგებდა. და დიახ, შემდეგი მე არ ვიქნები, ახლა ჩემი დრო არ არის, რადგან ალექსი განმეორებით ბრძოლას იმსახურებს“.

- ამბობს ჰოლოუეი.

აქვე გეტყვით, ომ ქვემსუბუქი წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ვოლკანოვსკი რჩება. ჰოლოუეი მეორეა. მე-3 ნომერი ბრაიან ორტეგა გახლავთ, მე-4 იაირ როდრიგესი, ხოლო მე-5 მოვსარ ევლოევია, რომელსაც თოფურიას მომავალ მეტოქეთ ხშირად ასახელებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დენა უაითი ამ ბრძოლაზე „გაიყიდოს“ და დაღესტნელ რუსს საჩემპიონო შანსი მიეცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემდეგი მერაბია! ეს ბრძოლა მომწონს“ - ომალი მომდევნო ჩხუბზე
„შემდეგი მერაბია! ეს ბრძოლა მომწონს“ - ომალი მომდევნო ჩხუბზე