ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

გაგრძელდება ჩაკვე-კვარას სერია? ქართული დუეტის საფრთხე ბერძნებისთვის

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა საგრძნობლად გაძლიერდა, რამაც ხვიჩა კვარაცხელიას პროდუქტიულობა წინა ხაზში კიდევ უფრო მეტად გაზარდა, ამაზე კი სტატისტიკური მონაცემებიც კარგად მეტყველებს.

ხვიჩამ ლუქსემბურგთან უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა. იქამდე კი, როდესაც კვარაცხელია და ჩაკვეტაძე მოედანზე ერთად იყვნენ, „ნაპოლის“ ვარსკვლავმა „უოტფორდის“ ნახევარმცველის პასით ზედიზედ სამ შეხვედრაში, კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან გაიტანა. „სქოთებთან“ პირველი გოლის დროსაც გიორგი უდიდესი წვლილი მიუძღვოდა, რადგან მან არაჩვეულებრივი გრძელი პასით კაკაბაძე კარგ პოზიციაზე გაიყვანა და პრეასისტის ავტორი გახდა.

ფეხბურთის თითოეულ ქართველ გულშემატკივარს უდიდესი იმედი აქვს, რომ ორი უნიჭიერესი ქართველის წარმატებული სერია ეროვნულ გუნდში საბერძნეთთან ფინალშიც გაგრძელდება. სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ნაკრებში ბოლო შვიდ შეხვედრაში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 5 საგოლე პასია, კვარაცხელიამ კი ბოლო შვიდ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელს ასისტენტობა გაუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვფიქრობ, რომ ფინალის საქართველოში თამაში ვინმეს გაუხარდეს“ - კვარა საბერძნეთთან მატჩზე
„არ ვფიქრობ, რომ ფინალის საქართველოში თამაში ვინმეს გაუხარდეს“ - კვარა საბერძნეთთან მატჩზე