ბაზაძემ ლიდერობა შეინარჩუნა - ფარიკაობის განახლებული მსოფლიო რეიტინგი
ბოლო ტურნირზე წარუმატებლობის მიუხედავად სანდრო ბაზაძემ პირველობა მაინც შეინარჩუნა. დღეს გამოქვეყნებული მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, 30 წლის ქართველი მოფარიკავე 242 ქულით პირველ პოზიციაზეა და მეორეზე მყოფ უნგრელ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს აარონ სილაგის 68 ქულით უსწრებს.
გასულ შაბათ-კვირას ბაზაძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს თასის ეტაპზე იასპარეზა და ტურნირში 1/16 ფინალიდან ჩაერთო. გერმანელი ლეონ შლაფერისა და ქუვეითელი იუსუფ ალშამლანის დამარცხების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე იტალიელ ლუკა კურატოლისთან დამარცხდა და მეცხრე ადგილზე გავიდა.
შეჯიბრების გამარჯვებული უნგრელი ანდრაშ ზატმარი გახდა, ტურნირში კი სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე მოფარიკავე მონაწილეობდა.